სესხის ხელშეკრულება შეიძლება არსებობდეს როგორც სასყიდლიანი, ისე უსასყიდლო ფორმით. ხელშეკრულების სასყიდლიანობას ძირითადად მხარეთა შორის სესხით სარგებლობისათვის გადასახდელ პროცენტზე შეთანხმება განაპირობებს. ამასთან, საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა მთლიანად ხელშეკრულების მონაწილეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული და, ამგვარად, სრულიად მართლზომიერია სესხის გაცემა როგორც პროცენტით, ისე მის გარეშე. გარდა პროცენტისა, ხელშეკრულებით შესაძლოა გათვალისწინებული იყოს სასესხო რესურსით სარგებლობის სხვადასხვა ხარჯი და მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებითსამართლებრივივრცლად “სესხის საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა”
Author Archives: nexuslawgroup
რა შემთხვევაშია ნებადართული უცხოელებზე მიწის გასხვისება?
2012 წლის 26 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საქმეზე №3/1/512 „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნო უცხოელი ფიზიკური პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო შეზღუდვები. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა, რის პასუხადაც საქართველოს პარლამენტმა მრავალწლიანი მორატორიუმის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებითვრცლად “რა შემთხვევაშია ნებადართული უცხოელებზე მიწის გასხვისება?”
როგორ ავიღოთ მშენებლობის ნებართვა?
მშენებლობა კომპლექსური პროცესია, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული ბაზით განსაზღვრული სათანადო მოთხოვნების, წესების, სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების ჯეროვნად და ზედმიწევნით შესრულება, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის კანონით გათვალისწინებული მკაცრი ადმინისტრაციული სახდელების დაკისრება. წინამდებარე ბლოგში, რომელიც პირველია სამშენებლო ურთიერთობების საკანონმდებლო მოწესრიგების თემატიკაზე მომზადებული ბლოგების სერიიდან, საუბარი გვექნება მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველზევრცლად “როგორ ავიღოთ მშენებლობის ნებართვა?”
როგორ მოვახდინოთ უნებართვო მშენებლობის ლეგალიზება (დაკანონება)?
წინამდებარე ბლოგით, ვაგრძელებთ რა საუბარს აქტუალურ სამშენებლოსამართლებრივ საკითხებზე, ვეცდებით პასუხი გავცეთ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილებით (შემდგომში: დადგენილება) დაწესებული ლეგალიზების რეჟიმის ირგვლივ არსებულ ყველა ძირითად კითხვას, მათ შორის: რა შემთხვევებშია დასაშვები უნებართვოდ აშენებული ფართის ლეგალიზება (დაკანონება)? რა პირობების დაკმაყოფილება და პროცედურების გავლაა ამისთვის აუცილებელი? რა ვადაში მიიღება გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების თაობაზე? დავრცლად “როგორ მოვახდინოთ უნებართვო მშენებლობის ლეგალიზება (დაკანონება)?”
სამსახურიდან გათავისუფლება რეორგანიზაციის გამო
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით იხ. ეს სტატია. საქართველოს შრომის კოდექსი (სშკ), რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შრომითსამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც დამსაქმებელს ენიჭება უფლება, ცალმხრივად, ე.ი. დასაქმებულის თანხმობის გარეშე შეწყვიტოს ამ უკანასკნელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და გაათავისუფლოს იგი დაკავებული თანამდებობიდან. კერძოდ, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რომელშიც შრომითივრცლად “სამსახურიდან გათავისუფლება რეორგანიზაციის გამო”
რამდენია იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა?
ამბობენ, რომ ცოდნა საუკეთესო იარაღია. აღნიშნული გამონათქვამის ჭეშმარიტება განსაკუთრებით ნათლად ვლინდება სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში, როდესაც მოვალის მიერ საკუთარი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა სახელმწიფო იძულებითი მექანიზმებისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. წინამდებარე ბლოგში, რითაც საუბარს ვიწყებთ სააღსრულებო საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საჭირბოროტო საკითხებსა და პრობლემებზე, განხილული იქნება 10 არსებითი უფლება, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობავრცლად “რამდენია იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა?”
თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში: კანონი) ფიზიკურ პირებს შესაძლებლობას ანიჭებს, სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას მოითხოვონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ და მათ მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება. წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს, პასუხი გასცეს თვითნებურად დაკავებული მიწის „დაკანონებასთან“ დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველაზევრცლად “თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია”
რას ნიშნავს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა?
2022 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის საფუძველზე ახლებურად იქნა მოწესრიგებული სამეწარმეო ურთიერთობათა მთელი სპექტრი. ახალი კანონის მიღებამ, რა საკვირველია, განაპირობა მის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმოების ხელახალი რეგისტრაციის, ე.ი. მათი სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა. კანონის პირვანდელი რედაქცია აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად 2-წლიან გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებდა, რაც თავდაპირველად 2025 წლისვრცლად “რას ნიშნავს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა?”
რას ნიშნავს ბინის იპოთეკით დატვირთვა?
იპოთეკა მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც ხშირად გამოიყენება უძრავი ქონების შესაძენად აღებული სესხების, სხვა ტიპის მსხვილი კრედიტებისა და ვალდებულებების უზრუნველსაყოფად. თუმცა იპოთეკის პოპულარობიდან გამომდინარე ყოველდღიურად უამრავ ადამიანს უწევს მასთან შეხება, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფლობს საკმარის ინფორმაციას აღნიშნული ინსტიტუტის, მისი მოქმედების ძირითადი პრინციპებისა და თანმდევი რისკების შესახებ, რაც არც თუ იშვიათად ხდება პირის მიერ ერთადერთივრცლად “რას ნიშნავს ბინის იპოთეკით დატვირთვა?”
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2018 წლის 21 ივლისს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე (ძალაშია 2018 წლის 06 აგვისტოდან), საქართველოს მოქალაქეებს უფლება მიეცათ, შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების მიუხედავად, რაც აღნიშნული ცვლილებების ამოქმედებამდე მხოლოდ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების გზით იყო შესაძლებელი. აღნიშნული უფლების რეალიზებისთვის აუცილებელია საქართველოს სახელმწიფოსგან თანხმობის მიღება მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, რაც უნდა განხორციელდესვრცლად “საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება”
