რამდენია იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა?

ამბობენ, რომ ცოდნა ძალაა. აღნიშნული გამონათქვამის ჭეშმარიტება განსაკუთრებით ნათლად ვლინდება სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში, როდესაც მოვალის მიერ საკუთარი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა სახელმწიფო იძულებითი მექანიზმებისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. წინამდებარე ბლოგში, რითაც საუბარს ვიწყებთ სააღსრულებო საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საჭირბოროტო საკითხებსა და პრობლემებზე, განხილული იქნება 10 არსებითი უფლება, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობა ანიჭებსსრულად ნახვა “რამდენია იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა?”

თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში: კანონი) ფიზიკურ პირებს შესაძლებლობას ანიჭებს, სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას მოითხოვონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ და მათ მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება. წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს, პასუხი გასცეს თვითნებურად დაკავებული მიწის „დაკანონებასთან“ დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველაზესრულად ნახვა “თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია”

რას ნიშნავს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა?

2022 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის საფუძველზე ახლებურად იქნა მოწესრიგებული სამეწარმეო ურთიერთობათა მთელი სპექტრი. ახალი კანონის მიღებამ, რა საკვირველია, განაპირობა მის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმოების ხელახალი რეგისტრაციის, ე.ი. მათი სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა. კანონის პირვანდელი რედაქცია აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად 2-წლიან გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებდა, რაც თავდაპირველად 2025 წლისსრულად ნახვა “რას ნიშნავს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა?”

რას ნიშნავს ბინის იპოთეკით დატვირთვა?

იპოთეკა მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც ხშირად გამოიყენება უძრავი ქონების შესაძენად აღებული სესხების, სხვა ტიპის მსხვილი კრედიტებისა და ვალდებულებების უზრუნველსაყოფად. თუმცა იპოთეკის პოპულარობიდან გამომდინარე ყოველდღიურად უამრავ ადამიანს უწევს მასთან შეხება, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფლობს საკმარის ინფორმაციას აღნიშნული ინსტიტუტის, მისი მოქმედების ძირითადი პრინციპებისა და თანმდევი რისკების შესახებ, რაც არც თუ იშვიათად ხდება პირის მიერ ერთადერთისრულად ნახვა “რას ნიშნავს ბინის იპოთეკით დატვირთვა?”

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში 2018 წლის 21 ივლისს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებს უფლება მიეცათ, შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების მიუხედავად. ამ ცვლილებების ამოქმედებამდე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მხოლოდ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების გზით იყო შესაძლებელი. აღნიშნული უფლების რეალიზებისთვის აუცილებელია საქართველოს სახელმწიფოსგან თანხმობის მიღება მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, რაც უნდა განხორციელდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე.სრულად ნახვა “საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება”

სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით

ქართული სამემკვიდრეო სამართალი მემკვიდრეობის მიღების ორ ფორმას იცნობს: სამკვიდროს მიღება განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით და სამკვიდროს მიღება სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით. პირველ შემთხვევაში საჭიროა, კანონით ან ანდერძით მემკვიდრემ მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით. მეორე შემთხვევაში საკმარისია, მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგეს სამკვიდროს ფლობას ან მართვას. ამასთან, სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება, თუ აღნიშნული ქმედება უდავოდ მოწმობს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო.სრულად ნახვა “სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით”

დიპლომის ნამდვილობის დადასტურება

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ საქართველოში გაცემული დიპლომისა და სხვა საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (აღიარების) წესსა და პირობებზე, კერძოდ, რა ტიპის დოკუმენტები ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან აღიარებას? რა პროცედურას ითვალისწინებს კანონი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისთვის? აგრეთვე სად და როგორ საჩივრდება უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ? რას ნიშნავს დიპლომის აღიარება? დიპლომის აღიარება ნიშნავს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსსრულად ნახვა “დიპლომის ნამდვილობის დადასტურება”

რეორგანიზაცია საჯარო სამსახურში

წინამდებარე სტატიაში მიმოხილულია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასთან, ლიკვიდაციასა და შერწყმასთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები. კერძო სექტორში მომუშავე პირები შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სტატიას. რას ნიშნავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, შერწყმა? „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულებისსრულად ნახვა “რეორგანიზაცია საჯარო სამსახურში”

რამდენი პროცენტია ფიზიკური პირის ქონების გადასახადი?

ქონების გადასახადი ადგილობრივი გადასახადია, რომლის გადახდის ვალდებულება ეკისრებათ როგორც საქართველოს რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს. 1. ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ (შემდგომ − „კოდექსი“) მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ „დასაბეგრ ქონებასა“ და „მიწაზე“. 1.1. დასაბეგრი ქონება დასაბეგრი ქონება მოიცავს: ა) გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ: ბ) არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიულისრულად ნახვა “რამდენი პროცენტია ფიზიკური პირის ქონების გადასახადი?”

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგულირება მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მიხედვით

საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობა გრანდიოზული ცვლილებების ზღვარზეა, რაც ევროკავშირის დირექტივების ტრანსპოზიციის პროცესის ფარგლებში არსებული საკანონმდებლო ბაზის ახლებურად, უფრო სრულყოფილად და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოწესრიგებას ისახავს მიზნად. თუმცა არაკორექტული იქნება იმის თქმა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის („კანონპროექტი“, „პროექტი“, „კანონის პროექტი“) შემუშავება მხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ჰარმონიზაციის ვალდებულების შესრულებისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების ეროვნულსრულად ნახვა “შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგულირება მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მიხედვით”