2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში შრომითი იმიგრანტის (უცხოელის) ლეგალურად დასაქმების წესები გამკაცრდა! აღნიშნული თარიღიდან შრომითი იმიგრანტის მიერ საქართველოში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად საკმარისი აღარ არის ქვეყანაში მხოლოდ ლეგალურად ყოფნა ან შესაბამის მონაცემთა ბაზაში ფორმალური რეგისტრაცია, არამედ საჭიროა ყველა შემდეგი წინაპირობის დაკმაყოფილება: შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული უცხოელის შემთხვევაში: თვითდასაქმებული უცხოელის (მათ შორის, ინდმეწარმის, კომპანიის დირექტორის,სრულად ნახვა
კატეგორია: შრომის სამართალი
უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება – რა უნდა იცოდეთ
სტატიის მოკლე და გამარტივებული ვერსია ხელმისაწვდომია აქ. ქვემოთ ვისაუბრებთ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც განსაზღვრავს უცხოელთა მიერ საქართველოში შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვების ვალდებულებასა და თანმდევ რეგულაციებს. ვის აქვს საქართველოში შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება? 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ იმსრულად ნახვა
სამსახურიდან გათავისუფლება რეორგანიზაციის გამო
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით იხ. ეს სტატია. საქართველოს შრომის კოდექსი (სშკ), რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შრომითსამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც დამსაქმებელს ენიჭება უფლება, ცალმხრივად, ე.ი. დასაქმებულის თანხმობის გარეშე შეწყვიტოს ამ უკანასკნელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და გაათავისუფლოს იგი დაკავებული თანამდებობიდან. კერძოდ, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რომელშიც შრომითისრულად ნახვა
კანონიერია თუ არა დასაქმებულის გაშვება იძულებით შვებულებაში
დასაქმებულთა მიერ ყოველწლიური შვებულებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები მოწესრიგებულია „საქართველოს შრომის კოდექსით“ (შემდეგში: კოდექსი, კანონი), რომლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით და ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით (ამასთანავე, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 10 კალენდარულისრულად ნახვა
