წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ საქართველოში გაცემული დიპლომისა და სხვა საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (აღიარების) წესსა და პირობებზე, კერძოდ, რა ტიპის დოკუმენტები ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან აღიარებას, რა პროცედურას ითვალისწინებს კანონი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისთვის, აგრეთვე სად და როგორ საჩივრდება უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ. რას ნიშნავს დიპლომის აღიარება? დიპლომის აღიარება ნიშნავს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსვრცლად “დიპლომის ნამდვილობის დადასტურება”
Author Archives: nexuslawgroup
რეორგანიზაცია საჯარო სამსახურში
წინამდებარე სტატიაში მიმოხილულია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასთან, ლიკვიდაციასა და შერწყმასთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები. კერძო სექტორში მომუშავე პირები შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სტატიას. რას ნიშნავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, შერწყმა? „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულებისვრცლად “რეორგანიზაცია საჯარო სამსახურში”
რამდენი პროცენტია ფიზიკური პირის ქონების გადასახადი?
ქონების გადასახადი ადგილობრივი გადასახადია, რომლის გადახდის ვალდებულება ეკისრებათ როგორც საქართველოს რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს. 1. ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსკ, კოდექსი) მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ „დასაბეგრ ქონებასა“ და „მიწაზე“. 1.1. დასაბეგრ ქონებაზე ქონების გადასახადი დასაბეგრი ქონება მოიცავს: ა) გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ: ბ) არარეზიდენტი ფიზიკური ანვრცლად “რამდენი პროცენტია ფიზიკური პირის ქონების გადასახადი?”
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგულირება მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მიხედვით
საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობა გრანდიოზული ცვლილებების ზღვარზეა, რაც ევროკავშირის დირექტივების ტრანსპოზიციის პროცესის ფარგლებში არსებული საკანონმდებლო ბაზის ახლებურად, უფრო სრულყოფილად და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოწესრიგებას ისახავს მიზნად. თუმცა არაკორექტული იქნება იმის თქმა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის („კანონპროექტი“, „პროექტი“, „კანონის პროექტი“) შემუშავება მხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ჰარმონიზაციის ვალდებულების შესრულებისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების ეროვნულვრცლად “შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგულირება მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მიხედვით”
დაგროვებითი პენსია: ვინ და როგორ მართავს თქვენს საპენსიო აქტივებს?
2019 წლის 1 იანვრიდან, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: კანონი) საფუძველზე ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. აღნიშნული სისტემის ფარგლებში აკუმულირებული ფინანსური რესურსის[1] მართვის უფლებამოსილება სსიპ საპენსიო სააგენტოს მიენიჭა. თუმცა საზოგადოებისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილია საპენსიო სქემაში მონაწილეობის ზოგადი წესები და პირობები, კერძოდ, ვისთვის არის სავალდებულო მონაწილეობა, რა პრინციპითა და მოცულობით ხორციელდება საპენსიო შენატანების დაფინანსება, ა.შ., მოქალაქეთავრცლად “დაგროვებითი პენსია: ვინ და როგორ მართავს თქვენს საპენსიო აქტივებს?”
კანონიერია თუ არა დასაქმებულის გაშვება იძულებით შვებულებაში
დასაქმებულთა მიერ ყოველწლიური შვებულებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები მოწესრიგებულია „საქართველოს შრომის კოდექსით“ (შემდეგში: კოდექსი, კანონი), რომლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით და ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით (ამასთანავე, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 10 კალენდარულივრცლად “კანონიერია თუ არა დასაქმებულის გაშვება იძულებით შვებულებაში”
რა სიახლეებს გვთავაზობს გადახდისუუნარობის ახალი კანონი?
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების გადახდისუუნარობის საკითხებს არეგულირებს, არაერთხელ (და სრულიად სამართლიანად) გამხდარა მწვავე განხილვისა და კრიტიკის საგანი – კანონი აშკარად მოძველებული და არარელევანტურია; გადახდისუუნარობის სისტემის სამართლებრივი და ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროა მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. თანამედროვევრცლად “რა სიახლეებს გვთავაზობს გადახდისუუნარობის ახალი კანონი?”
შესრულების შეუძლებლობა და ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი
ქართული სამოქალაქო სამართლის ფუძემდებლური პრინციპის თანახმად, რომელიც ხშირად ლათინური ბროკარდით „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) მოიხსენიება, მხარეები ვალდებულნი არიან, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. თუმცა არსებობს გამონაკლისი სიტუაციები, რომლებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განუხრელად დაცვას შეუძლებელს ან არაგონივრულს ხდის. წინა პოსტებში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ შემთხვევებზე, როდესაც ვალდებული მხარე შეიძლება კანონის ძალით დროებით ან მუდმივადვრცლად “შესრულების შეუძლებლობა და ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი”
ნომინალიზმის პრინციპი ეროვნული ვალუტის გაუფასურების დროს
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო შექმნილი კრიზისის ფონზე, როდესაც უამრავი ადამიანი თავისდა უნებურად აღმოჩნდა სრულიად ახალი და განსხვავებული რეალობის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კანონის ის დებულებები, რომლებიც გარკვეულ შეღავათებს უწესებს წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებების მატერიალიზაციის შედეგად შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ პირებს. დაუძლეველი ძალისა (ფორს-მაჟორი) და შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების სამართლებრივი ინსტიტუტების მიმოხილვის შემდეგ მიზანშეწონილად მიგვაჩნიავრცლად “ნომინალიზმის პრინციპი ეროვნული ვალუტის გაუფასურების დროს”
ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სსკ) ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც ხელშეკრულების ერთ მხარეს ენიჭება კანონისმიერი უფლება მოითხოვოს მეორე მხარისაგან ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ხოლო უარის მიღების შემთხვევაში გავიდეს ხელშეკრულებიდან. ეს მაშინაა დასაშვები, თუ სახეზეა შეცვლილი გარემოებები, უფრო კონკრეტულად კი – როდესაც „ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენვრცლად “ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი”
