უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება – რა უნდა იცოდეთ

ქვემოთ ვისაუბრებთ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ უახლეს ცვლილებებზე, რომლებიც განსაზღვრავს უცხოელთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვების ვალდებულებასა და თანმდევ რეგულაციებს. ახალი კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 მარტიდან. რომელ უცხოელს აქვს საქართველოში შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლება? ახალი კანონის თანახმად, საქართველოში ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ იმ უცხოელს („შრომით…

რა არის და როგორ მუშაობს აკრედიტივი?

აკრედიტივი (letter of credit, documentary credit) არის ბანკი-ემიტენტის მიერ აპლიკანტის დავალების საფუძველზე გაცემული მტკიცე და გამოუხმობი დაპირება, დააკმაყოფილოს ბენეფიციარის დოკუმენტური პრეზენტაცია (მოთხოვნა გადახდაზე), თუ ის გარეგნულად შეესაბამება და აკმაყოფილებს აკრედიტივის პირობებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აკრედიტივი წარმოადგენს მისი გამხსნელი ბანკის პირობით ფულად ვალდებულებას, რომელსაც ბანკი კისრულობს აპლიკანტის დავალებით, ბენეფიციარის სასარგებლოდ და რომელიც ექვემდებარება შესრულებას ბენეფიციარის მიერ…

როდის შეგიძლიათ ონლაინ შეძენილი ნივთის უკან დაბრუნება?

2022 წლის 1 ივნისიდან საქართველოში „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი ამოქმედდა, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამომხმარებლო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება და აღმოიფხვრა მომხმარებელთა შესახებ კანონმდებლობაში წლების მანძილზე არსებული ნორმატიული ვაკუუმი. ახალ კანონს, რომელიც საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა, მომხმარებელთა დაცვის სფეროში არაერთი თანამედროვე სტანდარტი შემოაქვს და განსაზღვრავს სათანადო საკანონმდებლო გარანტიებს. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულების, ხელშეკრულებიდან…

სესხის ხანდაზმულობა

სესხის ხანდაზმულობა სამართლებრივი კონცეფციაა და ეწოდება მდგომარეობას, როდესაც მსესხებელს უფლება აქვს, უარი თქვას გამსესხებლისთვის სესხად მიღებული თანხის დაბრუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვალი ფაქტობრივად არსებობს და გადაუხდელია. სესხის ხანდაზმულობის სწორად გამოთვლა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის: სესხის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. ეს ვადა აითვლება იმ თარიღის მომდევნო დღიდან, როდესაც გამსესხებელს მსესხებლის მიმართ წარმოეშვა გაცემული სესხის დაბრუნების…

ალიმენტის ოდენობა საქართველოში

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ საოჯახოსამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შვილების მიერ მშობლებისაგან სარჩოს, იგივე ალიმენტის მიღების უფლებას. აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, წინამდებარე სტატიაში გვსურს შემოგთავაზოთ რელევანტური კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ერთგვარი მიმოხილვა, რაც, ვფიქრობთ, სასარგებლო და საინტერესო იქნება საალიმენტო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების თაობაზე ინფორმაციის მიღების მსურველი მკითხველებისათვის.       მშობლები თანაბრად არიან ვალდებული, არჩინონ…

როგორ გავიგო სესხის ხანდაზმულობა?

წინამდებარე ბლოგში ვუპასუხებთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ჩვენთვის ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს, კერძოდ: რაში მდგომარეობს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსი? რას შეადგენს, საიდან აითვლება და როგორ გამოიანგარიშება სასესხო ურთიერთობებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა? როგორ ხდება სესხის ხანდაზმულად ცნობა? რა გარემოებები განაპირობებს ხანდაზმული სესხის გაცოცხლებას (ვადის დენის თავიდან დაწყებას)? რა ეფექტი აქვს ხანდაზმულობის ამოწურვას დამატებით მოთხოვნებზე?…

ფიზიკური პირის დაკრედიტების პრინციპები

„ფიზიკური პირის დაკრედიტების დებულება“1 2020 წლის 15 აპრილიდან ახალი რედაქციით ამოქმედდა. აღნიშნული თარიღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა დებულების მანამდე მოქმედი რედაქცია, რომელიც ძალაში 2019 წლის 01 იანვრიდან შევიდა. ცვლილებების მიღება განპირობებული იყო რეგულაციის რიგი მოთხოვნების გარკვეულწილად შერბილებისა და პრაქტიკულ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით, რაც, საბოლოო ჯამში, გადახდისუნარიანი მოსახლეობის კრედიტზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას ისახავს მიზნად. წინამდებარე ბლოგი ეძღვნება ახალი…

ფორს-მაჟორი, როგორც ხელშეკრულების შესრულების ხელშემშლელი გარემოება

ბოლო დროს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად წარმოადგენს შექმნილი მდგომარეობა ფორს-მაჟორს და, შესაბამისად, სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას. ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და მისი ყველა ნეგატიური ეფექტის მიუხედავად ზოგადი პასუხი აღნიშნულ კითხვაზე არ არსებობს. მიზეზი ფორს-მაჟორის სამართლებრივი ინსტიტუტის სპეციფიკურობაში მდგომარეობს. რა საკვირველია, მკითხველისათვის…

რამდენია საშემოსავლო გადასახადი?

საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის გადასახადია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადის სუბიექტს (გადამხდელს) წარმოადგენს მხოლოდ ფიზიკური პირი. „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ (შემდეგში: კოდექსი) საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებას აკისრებს როგორც საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირებს, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი (კოდექსის 104-ე მუხლში მითითებული შემოსავალი).  …

სესხის საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა

სესხის ხელშეკრულება შეიძლება არსებობდეს როგორც სასყიდლიანი, ისე უსასყიდლო ფორმით. ხელშეკრულების სასყიდლიანობას ძირითადად მხარეთა შორის სესხით სარგებლობისათვის გადასახდელ პროცენტზე შეთანხმება განაპირობებს. ამასთან, საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა მთლიანად ხელშეკრულების მონაწილეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული და, ამგვარად, სრულიად მართლზომიერია სესხის გაცემა როგორც პროცენტით, ისე მის გარეშე. გარდა პროცენტისა, ხელშეკრულებით შესაძლოა გათვალისწინებული იყოს სასესხო რესურსით სარგებლობის სხვადასხვა ხარჯი და მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებითსამართლებრივი…

Something went wrong. Please refresh the page and/or try again.


გაჰყევით ჩვენს ბლოგს

მიიღეთ ახალი კონტენტი პირდაპირ თქვენს ინბოქსში.