შრომითი საქმიანობის უფლება

შრომითი საქმიანობის უფლება არის შრომითი ავტორიზაცია, რომლის საფუძველზეც უცხოელს შეუძლია საქართველოში განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა ან იყოს შრომით ურთიერთობაში ადგილობრივ დამსაქმებელთან ფიზიკურად ან დისტანციური ფორმით. 2026 წლის 1 მარტიდან უცხოელის მიერ საქართველოში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად საკმარისი აღარ არის ქვეყანაში მხოლოდ ლეგალურად ყოფნა ან შესაბამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, არამედ საჭიროა ყველა შემდეგი წინაპირობის დაკმაყოფილება: საქართველოშიContinue reading “შრომითი საქმიანობის უფლება”

უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება – რა უნდა იცოდეთ

სტატიის მოკლე და გამარტივებული ვერსია ხელმისაწვდომია აქ. ქვემოთ ვისაუბრებთ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც განსაზღვრავს უცხოელთა მიერ საქართველოში შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვების ვალდებულებასა და თანმდევ რეგულაციებს. ვის აქვს საქართველოში შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება? 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ იმContinue reading “უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება – რა უნდა იცოდეთ”

სამსახურიდან გათავისუფლება (რეორგანიზაციის გამო)

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით იხ. ეს სტატია. სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად (ე.ი. დასაქმებულის თანხმობის გარეშე) შეწყვეტას ნიშნავს. სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება იყოს მართლზომიერი ან არამართლზომიერი. საქართველოს შრომის კოდექსი (სშკ), რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შრომითსამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც დამსაქმებელს უფლება აქვს, გაათავისუფლოს დასაქმებული დაკავებულიContinue reading “სამსახურიდან გათავისუფლება (რეორგანიზაციის გამო)”

კანონიერია თუ არა დასაქმებულის გაშვება იძულებით შვებულებაში

დასაქმებულთა მიერ ყოველწლიური შვებულებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები მოწესრიგებულია „საქართველოს შრომის კოდექსით“ (შემდეგში: კოდექსი, კანონი), რომლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით და ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით (ამასთანავე, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 10 კალენდარულიContinue reading “კანონიერია თუ არა დასაქმებულის გაშვება იძულებით შვებულებაში”