„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით იხ. ეს სტატია. სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად (ე.ი. დასაქმებულის თანხმობის გარეშე) შეწყვეტას ნიშნავს. სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება იყოს მართლზომიერი ან არამართლზომიერი. საქართველოს შრომის კოდექსი (სშკ), რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შრომითსამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც დამსაქმებელს უფლება აქვს, გაათავისუფლოს დასაქმებული დაკავებულიContinue reading “სამსახურიდან გათავისუფლება (რეორგანიზაციის გამო)”
