რამდენია საშემოსავლო გადასახადი?

საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის გადასახადია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადის სუბიექტს (გადამხდელს) წარმოადგენს მხოლოდ ფიზიკური პირი. „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ (შემდეგში: კოდექსი) საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებას აკისრებს როგორც საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირებს, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი (კოდექსის 104-ე მუხლში მითითებული შემოსავალი).  ვრცლად “რამდენია საშემოსავლო გადასახადი?”

რამდენი პროცენტია ფიზიკური პირის ქონების გადასახადი?

ქონების გადასახადი ადგილობრივი გადასახადია, რომლის გადახდის ვალდებულება ეკისრებათ როგორც საქართველოს რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს. 1. ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსკ, კოდექსი) მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ „დასაბეგრ ქონებასა“ და „მიწაზე“. 1.1. დასაბეგრ ქონებაზე ქონების გადასახადი დასაბეგრი ქონება მოიცავს: ა) გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ: ბ) არარეზიდენტი ფიზიკური ანვრცლად “რამდენი პროცენტია ფიზიკური პირის ქონების გადასახადი?”