საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის გადასახადია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადის სუბიექტს (გადამხდელს) წარმოადგენს მხოლოდ ფიზიკური პირი. „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ (შემდეგში: კოდექსი) საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებას აკისრებს როგორც საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირებს, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი (კოდექსის 104-ე მუხლში მითითებული შემოსავალი). ვრცლად “რამდენია საშემოსავლო გადასახადი?”
