სესხის ხელშეკრულება შეიძლება არსებობდეს როგორც სასყიდლიანი, ისე უსასყიდლო ფორმით. ხელშეკრულების სასყიდლიანობას ძირითადად მხარეთა შორის სესხით სარგებლობისათვის გადასახდელ პროცენტზე შეთანხმება განაპირობებს. ამასთან, საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა მთლიანად ხელშეკრულების მონაწილეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული და, ამგვარად, სრულიად მართლზომიერია სესხის გაცემა როგორც პროცენტით, ისე მის გარეშე. გარდა პროცენტისა, ხელშეკრულებით შესაძლოა გათვალისწინებული იყოს სასესხო რესურსით სარგებლობის სხვადასხვა ხარჯი და მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებითსამართლებრივისრულად ნახვა
