
შპს „ნექსუს“ არის კვალიფიციურ ადვოკატთა გაერთიანება, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალიზმით, მიზანმიმართულობითა და შედეგზე ორიენტირებული, პერსონიფიცირებული მიდგომით.
ჩვენი მთავარი ღირებულებებია კანონიერება, საიმედოობა, კეთილსინდისიერება, პროფესიული კომპეტენტურობა, კლიენტზე ორიენტირებულობა და ეთიკის პრინციპების სრული დაცვით ხელმძღვანელობა. სამართლის სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და თითოეული კლიენტის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანი შესწავლა საშუალებას გვაძლევს, შევიმუშაოთ კლიენტის სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის ყველაზე ეფექტიანი სამოქმედო გეგმა და გავწიოთ მის სპეციფიკურ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული (პერსონიფიცირებული) იურიდიული სერვისი.
იურიდიული კომპანია „ნექსუს“ გთავაზობთ ფართო სპექტრის საკონსულტაციო, ტრანზაქციულ, წარმომადგენლობით და აუთსორსულ იურიდიულ მომსახურებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. აღნიშნული სერვისი მოიცავს ფიზიკური პირებისა და კორპორატიული კლიენტების სრული სამართლებრივი მენეჯმენტის უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს როგორც ყოველდღიური რუტინული იურიდიული საკითხების მართვას, ისე ატიპიური/კომპლექსური სამართლებრივი ურთიერთობების სრულ მხარდაჭერას; სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება-რევიზიას; კლიენტის წარმომადგენლობას სასამართლოებში, არბიტრაჟში, მედიაციის პროცესში, ადმინისტრაციული ორგანოებისა და მესამე პირების წინაშე; აგრეთვე ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირებთან წარმომადგენლობას.
უფრო კონკრეტულად, ჩვენი იურიდიული სერვისი მოიცავს:
- კლიენტის კონსულტირებას ნებისმიერ იურიდიულ და საგადასახადოსამართლებრივ საკითხზე,
- სამართლებრივ აუდიტს, ხელშეკრულებებისა და სხვაგვარი იურიდიული დოკუმენტების პროექტების შედგენას/დამუშავებას/რევიზიას, მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობას,
- სარჩელის, შესაგებლის, საჩივრის, კერძო საჩივრისა და დავასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადებას, წარმომადგენლობას საერთო სასამართლოებში (ყველა ინსტანციის სასამართლოში), კერძო არბიტრაჟში, მედიაციის პროცესში და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე,
- იურიდიული პირის/საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის რეგისტრაციას, კომპანიის სამეწარმეო ცვლილებების შესახებ დოკუმენტაციის მომზადებასა და რეგისტრაციას, კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას,
- კლიენტის წარმომადგენლობას ნებართვის/ლიცენზიის/სტატუსის მისაღებად საჭირო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში,
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების მხარდაჭერას,
- სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვას, სალიცენზიო ხელშეკრულებების მომზადებას,
- კლიენტის მენეჯმენტისა და პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარებას სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე (მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, დასაქმებულის უფლებათა დაცვის, შრომის უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტანდარტების შესახებ),
- კლიენტის ინფორმირებას კანონმდებლობაში განხორციელებული/განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე,
- შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებას,
- კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას.
მომსახურების გაწევა შესაძლებელია როგორც ადგილზე (თქვენს ოფისში ჩვენი იურისტის მივლინებით), ისე დისტანციურად (ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლით ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით) ან შერეული ფორმით. თქვენი კომპლექსური იურიდიული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს პროფესიონალი იურისტებითა და ადვოკატებით დაკომპლექტებული მთელი გუნდი ნაცვლად ერთი, შიდა იურისტისა.
კომპანიის თანამშრომლები, ქართულის გარდა, საუბრობენ რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე!
ჩვენი კორპორატიული პაკეტები:
ეკონომ-პაკეტი – აღნიშნული პაკეტი განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა არ საჭიროებს კომპლექსურ იურიდიულ მომსახურებას და რომლებსაც სურთ კონკრეტული სერვისების მიღება მაქსიმალურად ოპტიმალური დანახარჯებით. პაკეტი არ მოიცავს კლიენტის წარმომადგენლობას სასამართლოებში, არბიტრაჟში, მედიაციის პროცესში და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე.
სტანდარტული პაკეტი – სერვისი მოიცავს არა მხოლოდ კლიენტისათვის სპეციალურად გამოყოფილი (ე.წ. „მიმაგრებული“) იურისტის მიერ კლიენტის სამართლებრივი მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს, არამედ ჩვენი გუნდის აქტიურ მონაწილეობას კლიენტის ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის სწრაფად და უმტკივნეულოდ მოგვარებაში. პაკეტი უზრუნველყოფს კომპანიის წარმომადგენლობას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, შემოსავლების სამსახურში, სხვა საჯარო უწყებებსა და კერძო პირებთან ურთიერთობაში. სამართლებრივ დავაში (სასამართლო, არბიტრაჟი, მედიაცია, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოება) წარმომადგენლობის მოთხოვნისას გამოიყენება სპეციალური, შეღავათიანი ტარიფები.
პრემიუმ პაკეტი – მოიცავს ყველა იმ სერვისს, რომელიც შედის „სტანდარტულ პაკეტში“, ასევე წარმომადგენლობას სასამართლოში, არბიტრაჟში, მედიაციის პროცესსა და ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ წარმოებაში. აღნიშნული პაკეტი გამიზნულია კორპორატიული კლიენტებისათვის, რომელთაც სურთ, რომ თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების მართვა სრულად მიანდონ ჩვენს გუნდს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, შესაძლებელია საათობრივი ან ერთჯერადი მომსახურების მიღება ცალკეულ სამართლებრივ საკითხებზე, მათ შორის, დავის წარმოების კონკრეტულ ეტაპზე, ასევე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როდესაც კლიენტს ესაჭიროება მიზნობრივი დახმარება და არა მუდმივი იურიდიული სერვისი. ტარიფები: საათი 200 (ორასი) ლარიდან; დოკუმენტის შედგენა/რევიზია 150 (ას ორმოცდაათი) ლარიდან.
ამასთან, მზად ვართ, თქვენი ინდივიდუალური გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შევიმუშაოთ თქვენზე მაქსიმალურად მორგებული კორპორატიული პაკეტი.
მომსახურების ტარიფები დიფერენცირებულია საქმის მოცულობისა და სირთულის მიხედვით და ყოველთვის წინასწარ თანხმდება კლიენტთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 598 18 69 20 ან შეავსოთ ჩვენი საკონტაქტო ფორმა.
