ალიმენტის ოდენობა საქართველოში

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ საოჯახოსამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შვილების მიერ მშობლებისაგან სარჩოს, იგივე ალიმენტის მიღების უფლებას. აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, წინამდებარე სტატიაში გვსურს შემოგთავაზოთ რელევანტური კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ერთგვარი მიმოხილვა, რაც, ვფიქრობთ, სასარგებლო და საინტერესო იქნება საალიმენტო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების თაობაზე ინფორმაციის მიღების მსურველი მკითხველებისათვის.       მშობლები თანაბრად არიან ვალდებული, არჩინონContinue reading “ალიმენტის ოდენობა საქართველოში”

როგორ გავიგო სესხის ხანდაზმულობა?

სტატიის მოკლე და გამარტივებული ვერსია ხელმისაწვდომია აქ. წინამდებარე ბლოგში ვუპასუხებთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ჩვენთვის ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს, კერძოდ: რაში მდგომარეობს ხანდაზმულობის არსი? რას შეადგენს, საიდან აითვლება და როგორ გამოიანგარიშება სასესხო ურთიერთობებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა? როგორ ხდება სესხის ხანდაზმულად ცნობა? რა გარემოებები განაპირობებს ხანდაზმული სესხის გაცოცხლებას (ვადის დენის თავიდან დაწყებას)? რაContinue reading “როგორ გავიგო სესხის ხანდაზმულობა?”

ფიზიკური პირის დაკრედიტების პრინციპები

„ფიზიკური პირის დაკრედიტების დებულება“ 2020 წლის 15 აპრილიდან ახალი რედაქციით ამოქმედდა. აღნიშნული თარიღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა დებულების მანამდე მოქმედი რედაქცია, რომელიც ძალაში 2019 წლის 01 იანვრიდან შევიდა. ცვლილებების მიღება განპირობებული იყო რეგულაციის რიგი მოთხოვნების გარკვეულწილად შერბილებისა და პრაქტიკულ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით, რაც, საბოლოო ჯამში, გადახდისუნარიანი მოსახლეობის კრედიტზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას ისახავს მიზნად. წინამდებარე ბლოგი ეძღვნება ახალიContinue reading “ფიზიკური პირის დაკრედიტების პრინციპები”

ფორს-მაჟორი, როგორც ხელშეკრულების შესრულების ხელშემშლელი გარემოება

ბოლო დროს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად წარმოადგენს შექმნილი მდგომარეობა ფორს-მაჟორს და, შესაბამისად, სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას. ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და მისი ყველა ნეგატიური ეფექტის მიუხედავად ზოგადი პასუხი აღნიშნულ კითხვაზე არ არსებობს. მიზეზი ფორს-მაჟორის სამართლებრივი ინსტიტუტის სპეციფიკურობაში მდგომარეობს. რა საკვირველია, მკითხველისათვისContinue reading “ფორს-მაჟორი, როგორც ხელშეკრულების შესრულების ხელშემშლელი გარემოება”

რამდენია საშემოსავლო გადასახადი?

საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის გადასახადია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადის სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ ფიზიკური პირი. ვინ იხდის საშემოსავლო გადასახადს? „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ (შემდგომ: კოდექსი) საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებას აკისრებს როგორც საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირებს, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში გადასახადით დაბეგვრის ობიექტია არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი (კოდექსის 104-ე მუხლშიContinue reading “რამდენია საშემოსავლო გადასახადი?”

სესხის საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა

სესხის ხელშეკრულება შეიძლება არსებობდეს როგორც სასყიდლიანი, ისე უსასყიდლო ფორმით. ხელშეკრულების სასყიდლიანობას ძირითადად მხარეთა შორის სესხით სარგებლობისათვის გადასახდელ პროცენტზე შეთანხმება განაპირობებს. ამასთან, საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა მთლიანად ხელშეკრულების მონაწილეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული და, ამგვარად, სრულიად მართლზომიერია სესხის გაცემა როგორც პროცენტით, ისე მის გარეშე. გარდა პროცენტისა, ხელშეკრულებით შესაძლოა გათვალისწინებული იყოს სასესხო რესურსით სარგებლობის სხვადასხვა ხარჯი და მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებითსამართლებრივიContinue reading “სესხის საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა”

რა შემთხვევაშია ნებადართული უცხოელებზე მიწის გასხვისება?

2012 წლის 26 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საქმეზე №3/1/512 „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნო უცხოელი ფიზიკური პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო შეზღუდვები. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა, რის პასუხადაც საქართველოს პარლამენტმა მრავალწლიანი მორატორიუმის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებითContinue reading “რა შემთხვევაშია ნებადართული უცხოელებზე მიწის გასხვისება?”

როგორ ავიღოთ მშენებლობის ნებართვა?

მშენებლობა კომპლექსური პროცესია, რომლის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელია სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული ბაზით განსაზღვრული სათანადო მოთხოვნების, წესების, სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების ზედმიწევნით შესრულება, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონით გათვალისწინებული მკაცრი სანქციების დაკისრება. წინამდებარე ბლოგში, რომელიც პირველია სამშენებლო ურთიერთობების საკანონმდებლო მოწესრიგების თემატიკაზე მომზადებული ბლოგების სერიიდან, საუბარი გვექნება მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველზე – მშენებლობის ნებართვაზე, კერძოდ, მშენებლობის ნებართვისContinue reading “როგორ ავიღოთ მშენებლობის ნებართვა?”

როგორ მოვახდინოთ უნებართვო მშენებლობის ლეგალიზება (დაკანონება)?

წინამდებარე ბლოგით, ვაგრძელებთ რა საუბარს აქტუალურ სამშენებლოსამართლებრივ საკითხებზე, ვეცდებით პასუხი გავცეთ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილებით (შემდგომში: დადგენილება) დაწესებული ლეგალიზების რეჟიმის ირგვლივ არსებულ ყველა ძირითად კითხვას, მათ შორის: რა შემთხვევებშია დასაშვები უნებართვოდ აშენებული ფართის ლეგალიზება (დაკანონება)? რა პირობების დაკმაყოფილება და პროცედურების გავლაა ამისთვის აუცილებელი? რა ვადაში მიიღება გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების თაობაზე? დაContinue reading “როგორ მოვახდინოთ უნებართვო მშენებლობის ლეგალიზება (დაკანონება)?”

სამსახურიდან გათავისუფლება (რეორგანიზაციის გამო)

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით იხ. ეს სტატია. სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად (ე.ი. დასაქმებულის თანხმობის გარეშე) შეწყვეტას ნიშნავს. სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება იყოს მართლზომიერი ან არამართლზომიერი. საქართველოს შრომის კოდექსი (სშკ), რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შრომითსამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც დამსაქმებელს უფლება აქვს, გაათავისუფლოს დასაქმებული დაკავებულიContinue reading “სამსახურიდან გათავისუფლება (რეორგანიზაციის გამო)”