2019 წლის 1 იანვრიდან, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: კანონი) საფუძველზე ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. აღნიშნული სისტემის ფარგლებში აკუმულირებული ფინანსური რესურსის[1] მართვის უფლებამოსილება სსიპ საპენსიო სააგენტოს მიენიჭა. თუმცა საზოგადოებისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილია საპენსიო სქემაში მონაწილეობის ზოგადი წესები და პირობები, კერძოდ, ვისთვის არის სავალდებულო მონაწილეობა, რა პრინციპითა და მოცულობით ხორციელდება საპენსიო შენატანების დაფინანსება, ა.შ., მოქალაქეთაContinue reading “დაგროვებითი პენსია: ვინ და როგორ მართავს თქვენს საპენსიო აქტივებს?”
Author Archives: nexuslawgroup
კანონიერია თუ არა დასაქმებულის გაშვება იძულებით შვებულებაში
დასაქმებულთა მიერ ყოველწლიური შვებულებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები მოწესრიგებულია „საქართველოს შრომის კოდექსით“ (შემდეგში: კოდექსი, კანონი), რომლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით და ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით (ამასთანავე, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 10 კალენდარულიContinue reading “კანონიერია თუ არა დასაქმებულის გაშვება იძულებით შვებულებაში”
რა სიახლეებს გვთავაზობს გადახდისუუნარობის ახალი კანონი?
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების გადახდისუუნარობის საკითხებს არეგულირებს, არაერთხელ (და სრულიად სამართლიანად) გამხდარა მწვავე განხილვისა და კრიტიკის საგანი – კანონი აშკარად მოძველებული და არარელევანტურია; გადახდისუუნარობის სისტემის სამართლებრივი და ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროა მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. თანამედროვეContinue reading “რა სიახლეებს გვთავაზობს გადახდისუუნარობის ახალი კანონი?”
შესრულების შეუძლებლობა და ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი
ქართული სამოქალაქო სამართლის ფუძემდებლური პრინციპის თანახმად, რომელიც ხშირად ლათინური ბროკარდით „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) მოიხსენიება, მხარეები ვალდებულნი არიან, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. თუმცა არსებობს გამონაკლისი სიტუაციები, რომლებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განუხრელად დაცვას შეუძლებელს ან არაგონივრულს ხდის. წინა პოსტებში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ შემთხვევებზე, როდესაც ვალდებული მხარე შეიძლება კანონის ძალით დროებით ან მუდმივადContinue reading “შესრულების შეუძლებლობა და ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი”
ნომინალიზმის პრინციპი ეროვნული ვალუტის გაუფასურების დროს
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო შექმნილი კრიზისის ფონზე, როდესაც უამრავი ადამიანი თავისდა უნებურად აღმოჩნდა სრულიად ახალი და განსხვავებული რეალობის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კანონის ის დებულებები, რომლებიც გარკვეულ შეღავათებს უწესებს წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებების მატერიალიზაციის შედეგად შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ პირებს. დაუძლეველი ძალისა (ფორს-მაჟორი) და შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების სამართლებრივი ინსტიტუტების მიმოხილვის შემდეგ მიზანშეწონილად მიგვაჩნიაContinue reading “ნომინალიზმის პრინციპი ეროვნული ვალუტის გაუფასურების დროს”
Hardship
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სსკ) ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც ხელშეკრულების ერთ მხარეს ენიჭება კანონისმიერი უფლება მოითხოვოს მეორე მხარისაგან ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ხოლო უარის მიღების შემთხვევაში გავიდეს ხელშეკრულებიდან. ეს მაშინაა დასაშვები, თუ სახეზეა შეცვლილი გარემოებები, უფრო კონკრეტულად კი – როდესაც „ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენContinue reading “ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი”
