შესრულების შეუძლებლობა და ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი

ქართული სამოქალაქო სამართლის ფუძემდებლური პრინციპის თანახმად, რომელიც ხშირად ლათინური ბროკარდით „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) მოიხსენიება, მხარეები ვალდებულნი არიან, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. თუმცა არსებობს გამონაკლისი სიტუაციები, რომლებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განუხრელად დაცვას შეუძლებელს ან არაგონივრულს ხდის. წინა პოსტებში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ შემთხვევებზე, როდესაც ვალდებული მხარე შეიძლება კანონის ძალით დროებით ან მუდმივადვრცლად “შესრულების შეუძლებლობა და ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი”

ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სსკ) ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც ხელშეკრულების ერთ მხარეს ენიჭება კანონისმიერი უფლება მოითხოვოს მეორე მხარისაგან ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ხოლო უარის მიღების შემთხვევაში გავიდეს ხელშეკრულებიდან.  ეს მაშინაა დასაშვები, თუ სახეზეა შეცვლილი გარემოებები, უფრო კონკრეტულად კი – როდესაც „ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენვრცლად “ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი”