რა არის და როგორ მუშაობს აკრედიტივი?

აკრედიტივი (letter of credit, documentary credit) არის ბანკი-ემიტენტის მიერ აპლიკანტის დავალების საფუძველზე გაცემული მტკიცე და გამოუხმობი დაპირება, დააკმაყოფილოს ბენეფიციარის დოკუმენტური პრეზენტაცია (მოთხოვნა გადახდაზე), თუ ის გარეგნულად შეესაბამება და აკმაყოფილებს აკრედიტივის პირობებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აკრედიტივი წარმოადგენს მისი გამხსნელი ბანკის პირობით ფულად ვალდებულებას, რომელსაც ბანკი კისრულობს აპლიკანტის დავალებით, ბენეფიციარის სასარგებლოდ და რომელიც ექვემდებარება შესრულებას ბენეფიციარის მიერვრცლად “რა არის და როგორ მუშაობს აკრედიტივი?”

სესხის ხანდაზმულობა

სესხის ხანდაზმულობა სამართლებრივი კონცეფციაა და ეწოდება მდგომარეობას, როდესაც მსესხებელს უფლება აქვს, უარი თქვას გამსესხებლისთვის სესხად მიღებული თანხის დაბრუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვალი ფაქტობრივად არსებობს და გადაუხდელია. სესხის ხანდაზმულობის სწორად გამოთვლა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის: სესხის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. ეს ვადა აითვლება იმ თარიღის მომდევნო დღიდან, როდესაც გამსესხებელს მსესხებლის მიმართ წარმოეშვა გაცემული სესხის დაბრუნებისვრცლად “სესხის ხანდაზმულობა”

როგორ გავიგო სესხის ხანდაზმულობა?

წინამდებარე ბლოგში ვუპასუხებთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ჩვენთვის ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს, კერძოდ: რაში მდგომარეობს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსი? რას შეადგენს, საიდან აითვლება და როგორ გამოიანგარიშება სასესხო ურთიერთობებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა? როგორ ხდება სესხის ხანდაზმულად ცნობა? რა გარემოებები განაპირობებს ხანდაზმული სესხის გაცოცხლებას (ვადის დენის თავიდან დაწყებას)? რა ეფექტი აქვს ხანდაზმულობის ამოწურვას დამატებით მოთხოვნებზე?ვრცლად “როგორ გავიგო სესხის ხანდაზმულობა?”

ფიზიკური პირის დაკრედიტების პრინციპები

„ფიზიკური პირის დაკრედიტების დებულება“ 2020 წლის 15 აპრილიდან ახალი რედაქციით ამოქმედდა. აღნიშნული თარიღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა დებულების მანამდე მოქმედი რედაქცია, რომელიც ძალაში 2019 წლის 01 იანვრიდან შევიდა. ცვლილებების მიღება განპირობებული იყო რეგულაციის რიგი მოთხოვნების გარკვეულწილად შერბილებისა და პრაქტიკულ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით, რაც, საბოლოო ჯამში, გადახდისუნარიანი მოსახლეობის კრედიტზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას ისახავს მიზნად. წინამდებარე ბლოგი ეძღვნება ახალივრცლად “ფიზიკური პირის დაკრედიტების პრინციპები”

სესხის საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა

სესხის ხელშეკრულება შეიძლება არსებობდეს როგორც სასყიდლიანი, ისე უსასყიდლო ფორმით. ხელშეკრულების სასყიდლიანობას ძირითადად მხარეთა შორის სესხით სარგებლობისათვის გადასახდელ პროცენტზე შეთანხმება განაპირობებს. ამასთან, საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა მთლიანად ხელშეკრულების მონაწილეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული და, ამგვარად, სრულიად მართლზომიერია სესხის გაცემა როგორც პროცენტით, ისე მის გარეშე. გარდა პროცენტისა, ხელშეკრულებით შესაძლოა გათვალისწინებული იყოს სასესხო რესურსით სარგებლობის სხვადასხვა ხარჯი და მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებითსამართლებრივივრცლად “სესხის საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა”