რა არის და როგორ მუშაობს აკრედიტივი?

აკრედიტივი (letter of credit, documentary credit) არის ბანკი-ემიტენტის მიერ აპლიკანტის დავალების საფუძველზე გაცემული მტკიცე და გამოუხმობი დაპირება, დააკმაყოფილოს ბენეფიციარის დოკუმენტური პრეზენტაცია (მოთხოვნა გადახდაზე), თუ ის გარეგნულად შეესაბამება და აკმაყოფილებს აკრედიტივის პირობებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აკრედიტივი წარმოადგენს მისი გამხსნელი ბანკის პირობით ფულად ვალდებულებას, რომელსაც ბანკი კისრულობს აპლიკანტის დავალებით, ბენეფიციარის სასარგებლოდ და რომელიც ექვემდებარება შესრულებას ბენეფიციარის მიერვრცლად “რა არის და როგორ მუშაობს აკრედიტივი?”

როდის შეგიძლიათ ონლაინ შეძენილი ნივთის უკან დაბრუნება?

2022 წლის 1 ივნისიდან საქართველოში „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი ამოქმედდა, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამომხმარებლო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება და აღმოიფხვრა მომხმარებელთა შესახებ კანონმდებლობაში წლების მანძილზე არსებული ნორმატიული ვაკუუმი. ახალ კანონს, რომელიც საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა, მომხმარებელთა დაცვის სფეროში არაერთი თანამედროვე სტანდარტი შემოაქვს და განსაზღვრავს სათანადო საკანონმდებლო გარანტიებს. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულების, ხელშეკრულებიდანვრცლად “როდის შეგიძლიათ ონლაინ შეძენილი ნივთის უკან დაბრუნება?”

სესხის ხანდაზმულობა

სესხის ხანდაზმულობა სამართლებრივი კონცეფციაა და ეწოდება მდგომარეობას, როდესაც მსესხებელს უფლება აქვს, უარი თქვას გამსესხებლისთვის სესხად მიღებული თანხის დაბრუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვალი ფაქტობრივად არსებობს და გადაუხდელია. სესხის ხანდაზმულობის სწორად გამოთვლა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის: სესხის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. ეს ვადა აითვლება იმ თარიღის მომდევნო დღიდან, როდესაც გამსესხებელს მსესხებლის მიმართ წარმოეშვა გაცემული სესხის დაბრუნებისვრცლად “სესხის ხანდაზმულობა”

როგორ გავიგო სესხის ხანდაზმულობა?

წინამდებარე ბლოგში ვუპასუხებთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ჩვენთვის ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს, კერძოდ: რაში მდგომარეობს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსი? რას შეადგენს, საიდან აითვლება და როგორ გამოიანგარიშება სასესხო ურთიერთობებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა? როგორ ხდება სესხის ხანდაზმულად ცნობა? რა გარემოებები განაპირობებს ხანდაზმული სესხის გაცოცხლებას (ვადის დენის თავიდან დაწყებას)? რა ეფექტი აქვს ხანდაზმულობის ამოწურვას დამატებით მოთხოვნებზე?ვრცლად “როგორ გავიგო სესხის ხანდაზმულობა?”

ფორს-მაჟორი, როგორც ხელშეკრულების შესრულების ხელშემშლელი გარემოება

ბოლო დროს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად წარმოადგენს შექმნილი მდგომარეობა ფორს-მაჟორს და, შესაბამისად, სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას. ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და მისი ყველა ნეგატიური ეფექტის მიუხედავად ზოგადი პასუხი აღნიშნულ კითხვაზე არ არსებობს. მიზეზი ფორს-მაჟორის სამართლებრივი ინსტიტუტის სპეციფიკურობაში მდგომარეობს. რა საკვირველია, მკითხველისათვისვრცლად “ფორს-მაჟორი, როგორც ხელშეკრულების შესრულების ხელშემშლელი გარემოება”

სესხის საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა

სესხის ხელშეკრულება შეიძლება არსებობდეს როგორც სასყიდლიანი, ისე უსასყიდლო ფორმით. ხელშეკრულების სასყიდლიანობას ძირითადად მხარეთა შორის სესხით სარგებლობისათვის გადასახდელ პროცენტზე შეთანხმება განაპირობებს. ამასთან, საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა მთლიანად ხელშეკრულების მონაწილეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული და, ამგვარად, სრულიად მართლზომიერია სესხის გაცემა როგორც პროცენტით, ისე მის გარეშე. გარდა პროცენტისა, ხელშეკრულებით შესაძლოა გათვალისწინებული იყოს სასესხო რესურსით სარგებლობის სხვადასხვა ხარჯი და მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებითსამართლებრივივრცლად “სესხის საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა”

შესრულების შეუძლებლობა და ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი

ქართული სამოქალაქო სამართლის ფუძემდებლური პრინციპის თანახმად, რომელიც ხშირად ლათინური ბროკარდით „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) მოიხსენიება, მხარეები ვალდებულნი არიან, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. თუმცა არსებობს გამონაკლისი სიტუაციები, რომლებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განუხრელად დაცვას შეუძლებელს ან არაგონივრულს ხდის. წინა პოსტებში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ შემთხვევებზე, როდესაც ვალდებული მხარე შეიძლება კანონის ძალით დროებით ან მუდმივადვრცლად “შესრულების შეუძლებლობა და ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი”

ნომინალიზმის პრინციპი ეროვნული ვალუტის გაუფასურების დროს

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო შექმნილი კრიზისის ფონზე, როდესაც უამრავი ადამიანი თავისდა უნებურად აღმოჩნდა სრულიად ახალი და განსხვავებული რეალობის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კანონის ის დებულებები, რომლებიც გარკვეულ შეღავათებს უწესებს წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებების მატერიალიზაციის შედეგად შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ პირებს. დაუძლეველი ძალისა (ფორს-მაჟორი) და შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების სამართლებრივი ინსტიტუტების მიმოხილვის შემდეგ მიზანშეწონილად მიგვაჩნიავრცლად “ნომინალიზმის პრინციპი ეროვნული ვალუტის გაუფასურების დროს”

ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სსკ) ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც ხელშეკრულების ერთ მხარეს ენიჭება კანონისმიერი უფლება მოითხოვოს მეორე მხარისაგან ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ხოლო უარის მიღების შემთხვევაში გავიდეს ხელშეკრულებიდან.  ეს მაშინაა დასაშვები, თუ სახეზეა შეცვლილი გარემოებები, უფრო კონკრეტულად კი – როდესაც „ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენვრცლად “ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი”