ბოლო დროს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად წარმოადგენს შექმნილი მდგომარეობა ფორს-მაჟორს და, შესაბამისად, სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას. ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და მისი ყველა ნეგატიური ეფექტის მიუხედავად ზოგადი პასუხი აღნიშნულ კითხვაზე არ არსებობს. მიზეზი ფორს-მაჟორის სამართლებრივი ინსტიტუტის სპეციფიკურობაში მდგომარეობს. რა საკვირველია, მკითხველისათვისვრცლად “ფორს-მაჟორი, როგორც ხელშეკრულების შესრულების ხელშემშლელი გარემოება”
Category Archives: კორონაპანდემიის სამართლებრივი ეფექტები
რამდენია საშემოსავლო გადასახადი?
საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის გადასახადია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადის სუბიექტს (გადამხდელს) წარმოადგენს მხოლოდ ფიზიკური პირი. „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ (შემდეგში: კოდექსი) საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებას აკისრებს როგორც საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირებს, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი (კოდექსის 104-ე მუხლში მითითებული შემოსავალი). ვრცლად “რამდენია საშემოსავლო გადასახადი?”
შესრულების შეუძლებლობა და ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი
ქართული სამოქალაქო სამართლის ფუძემდებლური პრინციპის თანახმად, რომელიც ხშირად ლათინური ბროკარდით „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) მოიხსენიება, მხარეები ვალდებულნი არიან, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. თუმცა არსებობს გამონაკლისი სიტუაციები, რომლებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განუხრელად დაცვას შეუძლებელს ან არაგონივრულს ხდის. წინა პოსტებში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ შემთხვევებზე, როდესაც ვალდებული მხარე შეიძლება კანონის ძალით დროებით ან მუდმივადვრცლად “შესრულების შეუძლებლობა და ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი”
ნომინალიზმის პრინციპი ეროვნული ვალუტის გაუფასურების დროს
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო შექმნილი კრიზისის ფონზე, როდესაც უამრავი ადამიანი თავისდა უნებურად აღმოჩნდა სრულიად ახალი და განსხვავებული რეალობის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კანონის ის დებულებები, რომლებიც გარკვეულ შეღავათებს უწესებს წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებების მატერიალიზაციის შედეგად შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ პირებს. დაუძლეველი ძალისა (ფორს-მაჟორი) და შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების სამართლებრივი ინსტიტუტების მიმოხილვის შემდეგ მიზანშეწონილად მიგვაჩნიავრცლად “ნომინალიზმის პრინციპი ეროვნული ვალუტის გაუფასურების დროს”
ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სსკ) ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც ხელშეკრულების ერთ მხარეს ენიჭება კანონისმიერი უფლება მოითხოვოს მეორე მხარისაგან ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ხოლო უარის მიღების შემთხვევაში გავიდეს ხელშეკრულებიდან. ეს მაშინაა დასაშვები, თუ სახეზეა შეცვლილი გარემოებები, უფრო კონკრეტულად კი – როდესაც „ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენვრცლად “ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი”
