საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობა გრანდიოზული ცვლილებების ზღვარზეა, რაც ევროკავშირის დირექტივების ტრანსპოზიციის პროცესის ფარგლებში არსებული საკანონმდებლო ბაზის ახლებურად, უფრო სრულყოფილად და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოწესრიგებას ისახავს მიზნად. თუმცა არაკორექტული იქნება იმის თქმა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის („კანონპროექტი“, „პროექტი“, „კანონის პროექტი“) შემუშავება მხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ჰარმონიზაციის ვალდებულების შესრულებისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების ეროვნულვრცლად “შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგულირება მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მიხედვით”
Category Archives: კანონპროექტები
რა სიახლეებს გვთავაზობს გადახდისუუნარობის ახალი კანონი?
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების გადახდისუუნარობის საკითხებს არეგულირებს, არაერთხელ (და სრულიად სამართლიანად) გამხდარა მწვავე განხილვისა და კრიტიკის საგანი – კანონი აშკარად მოძველებული და არარელევანტურია; გადახდისუუნარობის სისტემის სამართლებრივი და ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროა მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. თანამედროვევრცლად “რა სიახლეებს გვთავაზობს გადახდისუუნარობის ახალი კანონი?”
