„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში 2018 წლის 21 ივლისს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებს უფლება მიეცათ, შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების მიუხედავად. ამ ცვლილებების ამოქმედებამდე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მხოლოდ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების გზით იყო შესაძლებელი. აღნიშნული უფლების რეალიზებისთვის აუცილებელია საქართველოს სახელმწიფოსგან თანხმობის მიღება მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, რაც უნდა განხორციელდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე.Continue reading “საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება”
